20 მარტს, პატრიარქის საკვირაო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა, რომლის კერა ნულოვან სართულზე ახალგაზრდულ ცენტრში იყო მნიშვნელოვანად დააზიანა ტაძრის ინფრასტრუქტურა. შემთხვევის შედეგად 1200 კვადრატული მეტრის ფართობი და სტამბის საწყობში განთავსებული დიდი რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურა დაიწვა. ორი კვირის მანძილზე დახურული იყო ტაძარი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტ კრიმინალები სწავლობდნენ. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშოები, რომელშიც გარდა ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურისა მოხალისეებიც მონაწილობდნენ. The Tbilisi Times სამების საკათედრო ტაძარში დღეს არსებულ მდგომარებაზე, გამოძიების შედეგებსა და ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალზე არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ესაუბრა.
მამა იოანე, რამ გამოიწვია სამებაში ხანძარი. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ ცნობილია თუ არა ექსპერტიზის დასკვნა?
– ექსპერტიზის დასკვის პასუხი ჩვენთვის ჯერ არ არის ცნობილი. სავარაუდო მიზეზი, უწმინდესმაც აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მოწყობილი ცეცხლი. ელექტრო ენერგია თითქმის გამორიცხულია, რადგან სადენები აბსოლოტურად სხვა ადილას იყო. ელემენტარულად ცეცხლი თუ გაუჩნდებოდა სადენებს ე.წ. დამცავი ამოაგდებდა და გაითიშებოდა, იმიტომ რომ სამების ტაძარში არის საკმაოდ მაღალი ხარისხის ელექტრო გაყვანილობა. ამდენად ეს ვერსია გამორიცხულია. დასკვნა დაიდება, მაგრამ ჩვენი ხედვით ხანძარი ისეთ ადგილზეა მომხდარი შემთვევით ნაკლებად სავარუდოა.
რა რაოდენობის ზარალი მიადგა ტაძარს ხანძრის შედეგად?
– ზარალი რაოდენობლივად არ დათვლილა, თანხობრივად არ არის ბოლომდე აღწერილი. ვიცით, რომ საწყობში იყო ათასობით, ათი ათასობით წიგნები და სხვადასხვა ნივთები, რომელიც დაიწვა. ცეცხლმა დააზიანა იატაკი, საპირფარეშო, ჩამოიყარა მარმარილოს ქვები. სიწმინდეები არა დამწვარი, უბრალოდ გაიჭვარტლა და მოხდა გაწმენდა, ამაში “სუფთა სამყარო” დაგვეხმარა სრულიად უანგაროდ და ქალაქის მერია, ძირითადი სამუშაოები მათ გააკეთეს.
რა ეტაპზეა ახლა გაწმენდითი სამუშოაები. ყველა ტაძარში განახლდა მსახურება?
– გაწმენდითი სამუშაოები ძირითადად მორჩა. რისი გაწმენდაც შეიძლებოდა გაიწმინდა, ახლა უკვე რესტავრაციაა საჭირო. ხანძრის შემდეგ დახურული იყო ტაძარი მრევლისთვის, თუმცა უკვე აღდგენილია მსახურებები, ყველა ტაძარში მიმდინარეობს წირვა ლოცვა.
მამა იოანე, როდიდან დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ვინ უზრუნვლყოფს მის განხორციელებას?
– მოხდება აზომვები, შედგება პროექტი და შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც ძირითადად სახელმწიფო, ქალაქის მერია განახორციელებს.
სოფიკო ნინიკაშვილი