გურამიშვილის გამზირზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.