მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ცეცხლი სახურავზე გადავიდა. ცეცხლი იმდენად ძლიერია, რომ შენობა მთლიანად კვამლშია გახვეული.
შენობაში ხანძარი დაახლოები 3500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. თავდაპირველად ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი ქარი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობის დაზიანებაა.
ხანძრის ჩაქრობას 77 ერთეული ტექნიკა და 260 ადამიანი ცდილობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ხანძარს უმაღლესი სირთულე აქვს მინიჭებული.
აღნიშნული შენობა 18-ე საუკუნის ბოლოს აშენდა, 1944-46 წლებში კი აღდგენითი სამუშოაები ჩატარდა.