ვის დავუჭიროთ მხარი?!
სომხეთს – ჩვენი აქვს ლორე-ტაშირი და განაგრძობს ღიმილიან, მცოცავ ექსპანსიას
აზერბაიჯანს – ჩვენი ჰერეთი, სადაც დღემდე არ გვაცვევინებს ქართველებს, იქ დღესაც საქართველოა და ასიმილირებს
“დიდი” რუსეთი – მხარს უჭერს სომხეთს, ოკუპირებული აქვს ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო
“დიდი” თურქეთი – მხარს უჭერს აზერბაიჯანს, წართმეული აქვს ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი სადაც დავანებულია ჩვენი საამაყო კულტურა და ფაქტები
როგორი საამაყო სამეზობლოა არა?!
შორია თუ ახლო, – არც ევროპას და არც აშშ არაფერი წაურთმევია ჯერ. საფრთხეებზე კი ბევრს ვსაუბრობთ. არცერთს არ გაუმწარებია იმდენი ქართველი, რამდენიც ამ ტერიტორიების გამო გამწარდა და მწარდება. ვიღაც იტყვის სულს გვართმევსო, – ნეტა თქვენ მაგრა იდგეთ მაგ თქვენს სულსა და მორალზე, – ვინ წაგართმევდათ?! რა საფრთხეს დაინახავდით?
ყარაბაღის კომფლიქტი შესაძლოა საფრთხე აღმოჩნდეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის. რისკია კიდევ ერთხელ გატყდეს ჩვენი ნება, ვიგრძნოთ რომ სუსტები ვართ.
საინტერესოა, ასეთ მწარე რეალობაში მყოფ ქვეყნის შვილებს უნდა ეცალოს ერთმანეთის გადაკიდებისთვის? დაჭმისთვის? პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სხვა თემიდან გამომდინარე? განა მთელი არსებითა და შეგნებით ერთსულოვნებაზე, გონისა და ღონის ერთობაზე არ უნდა ვიყოთ გადართულები? ერთმანეთის გატანაზე, მხარი-მხარს მიცემაზე, კეთილის სიტყვის თქმაზე, იმედზე პერსპექტივებზე ორიენტირბეული?! მაქსიმალური ძალისხმევით, – თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და ქართული იდენტობის გადარჩენაზე?
ღმერთი გვიშველის!
აქედან გამოსავალს მხოლოდ კაცის გონი ვერ შეწვდება.
21 საუკუნემდე მოტანილი მსოფლიო წესრიგის დიდი ლიდერები, თითქმის უკლებლივ ყველა, საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციების სულის ჩამდგმელები და ინიციატორები, სწორედ ღმერთს შესთხოვდნენ მშვიდობას და კეთილდღეობას მსოფლიოში.
შევთხოვოთ უფალს ჩვენი ათეისტებიან, მწვალებლებიანა გვიშველოს, გადაგვარჩინოს, გაგვახაროს და ძლიერ, სიხარულიან საქართველოში გვეცხოვროს,” – წერს საკუთარ ფეიზბუკ გვერძე ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ პროფესორი გიორგი მიქანაძე.