ტელეკომპანია “მაესტროს” ახალი დირექტორი ჰყავს. ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას პარტნიორთა კრებაზე ზმათა უმრავლესობით, 80 პროცენტით დამტკიცდა.
ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და მაკა ასათიანის მხარემ, ნაყეურის დირექტორად დანიშვნას მხარი დაუჭირა. მისი კანდიდატურისათვის მხარი არ დაუჭერია მამუკა ღლონტს და ეკა აკობიას.
მიზეზი კი ის გახდა, რომ ამ დრომდე ზურაბ ნაყეურს არ წარმოუდგენია მაესტროს კრიზისიდან გამოყვანის სრულყოფილი გეგმა და სწორედ ამის გამო არ მისცეს მის კანდიდატურას ხმა.
ზურაბ ნაყეურს კომენტარი არ გაუკეთებია და ის ამჟამად მაესტროში იმყოფება.
სავარაუდოდ, მას დირექტორად დღის ბოლომდე, რეესტრში დაარეგისტრირებენ.