საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს საპატრიარქო ემიგრანტებისთვის გამარტივებული წესებით გასცემს მიწებს ბინების მშენებლობისთვის სიმართლეს არ შეესაბამება.
საკითხით The Tbilisi Times მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე პირმა მოგვმართა კითხვით: ვფლობდით თუ არა რაიმე ინფორმაციას საპატრიარქოს ახალ წამოწყებაზე ემიგრანტებისთვის გამარტივებული წესებითა თუ დაბალ ფასებში მიწების გაცემისა და ბინების აშენების თაობაზე. მათ სურდათ გაეგოთ რა პირობებს სთავაზობდნენ მომხმარებელს და როგორ უნდა მოეხერხებინათ ამ შესაძლებლობის გამოყენება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით საქართველოს საპატრიქროს პრესსამსახურს, საიდანაც გვაცნობეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საპატრიარქოს მიერ ემიგრანტებისთვის მიწების გასხვისების, თუ ბინების მშენებლობის შესახებ რეალობას არ შეესაბამება.
სოფიკო ნინიკაშვილი