საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციის, „დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანების“ გენერალური მდივნის უფროს მრჩეველს, მატიას იორშის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს „დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებაში“ გაწევრიანების პერსპექტივები, ორგანიზაციის ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობები; ისაუბრეს წევრ ქვეყნებს შორის დემოკრატიული აღმშენებლობის კუთხით დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე.
მატიას იორშიმ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას დემოკრატიული ცვლილებების თვალსაზრისით, თავისი გამოცდილების გაზიარებით, შეუძლია დადებითი წვლილი შეიტანოს სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ დიალოგს აღნიშნულ საკითხებზე.