ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰიროსიმაში, ბირთვული აფეთქების შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სტუმართა წიგნში სპეციალური ჩანაწერი დატოვა.
ჯონ კერი პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ჰიროსიმაში ჩავიდა.
ВВС-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანს ბოდიში არ მოუხდია აშშ-ის ქმედებებზე და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი არა წარსულს, არამედ, აშშ-სა და იაპონიის ახლანდელ, მეგობრულ ურთიერთობებს ეფუძნება.
შეგახსენებთ, რომ 1945 წელს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, რასაც 130 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ, პირველი 6 თვის მანძილზე, აფეთქების შედეგად 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.