საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა საქართველოში ვიზიტითმყოფ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჯეფრი ფელტმანს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროსა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები,ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. აღნიშნეს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრისპროცესში გაეროს ჩართულობისა და გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების საფუძველზესახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებისკუთხით არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესმიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებშიმიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანექსიისპოლიტიკის გამო, რისი ნათელი მაგალითია სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთანინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისბოლოდროინდელი განცხადებები რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ რუსეთისფედერაციის უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას დაუგულებელყოფს გაეროს ქარტიით გათვალისწინებულ ფუნდამენტური პრინციპებსა და მოსკოვის მიერნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, უპირველესად, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტისშეთანხმების პირობებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს თანათავმჯდომარისსაქმიანობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანათავმჯდომარეების როლს დღის წესრიგითგათვალისწინებული ისეთი ძირითადი საკითხების შესრულების პროცესში, როგორებიცაა: ძალისგამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილი მოსახლეობისუსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს გალის ინციდენტებისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზეშეთანხმების მიღწევა და გამოთქვეს იმედი, რომ მექანიზმი შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას სტაბილურობისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ, გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა გაეროს ურყევი პოზიცია საქართველოსსუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.