ორშაბათს, 18:00 საათზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს
ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი – ნიკა ანთიძე, 2014 – 2015 წლის ანგარიშის მოკლე პრეზენტაციას გამართავს და საზოგადოებას 2016 წელს გამოცემულ 2014 – 2015 წლის ანგარიშს გააცნობს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული მნიშვნელოვანი მასალა – XX საუკუნის დასაწყისში შესრულებული სხვადასხვა ძეგლის ანაზომები.
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.
ნატალია ჯალაღონია