პოლონეთის ქალაქ გდინაში, ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ გადაწყვიტა საკუთარ რესტორანში არ შეუშვას პრორუსულად განწყობილი პირები. ამისათვის მან საკუთარი რესტორნის შესასვლელში აბრა ჩამოკიდა, სადაც ამკრძალავი ნიშნებია გამოსახული: პუტინისტები და ძაღლები რესტორანში არ შეიშვებიან.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო რაც ტელევიზორში რუსი ტერორისტები დაინახა, რომლებიც დონეცკის აეროპორტის მიმართულებით ისროდნენ და ამისგან სიამოვნებას იღებდნენ. ამ ქმედებით პოლონელი რესტორნის მეპატრონე ცდილობს მეტი ყურადღება მიიპყროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ.
წყარო: : http://www.tzona.org