ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში მიიღებსმონაწილეობას და სიტყვით გამოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ გამოსვლაში ყურადღებასგაამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულირეფორმების დღის წესრიგსა და ამ მიმართულებით უკვე არსებულ პროგრესზე. მდგრადი განვითარებისმიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში ორგანიზაციის წევრი სხვადასხვა ქვეყნისლიდერები მონაწილეობენ.
მიხეილ ჯანელიძე ასევე სიტყვით გამოვა გაეროს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკული საშუალებებისშესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესიაზე საქართველო წელს პირველად მონაწილეობს. საკუთარგამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიისადა მისი იმპლემენტაციის პროცესზე.
ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება კოლეგა მინისტრებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 აპრილამდე გაგრძელდება.