სააღდგომო კვერცხის შესაღებად საჭიროა ახალი კვერცხი, ენდრო ან წინასწარ შეგროვებული ხახვის ფურცლები, ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.
საფეხური პირველი:
მოხარშვამდე, კვერცხი ჩააწყვეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში;
საფეხური მეორე:
დაჩეჩქვეთ ენდრო (ან ხახვის ფურცლები) და ხარშეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში;
საფეხური მესამე:
კვერცხები ჩაალაგეთ მოხარშულ და გაციებულ ენდროიან წყალში და დადგით საშუალო ცეცხლზე. დუღებისას ჩაუმატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.
ადუღებიდან 15-20 წუთის შემდეგ კვერცხი მზად იქნება.
კვერცხის გაფორმება
თუ გსრურთ, რომ თქვენი კვერცხები ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ გააფორმოთ სხვა და სხვა ფორმის გამოსახულებებით.
იმისათვს, რომ შეღებილი კერცხები პრიალებდეს, სათითაოდ გაწმინდეთ ზეთიანი ნაჭრით.
წყარო: kulinaria.ge