საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა ნომინაციაში საუკეთესო მარკეტინგული კმაპანიისთვის.
პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე COTTM 2016 საქართველოს სტენდთან სტუმრებისათვის ღვინის დეგუსტაცია და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლების პრეზენტაცია მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე მსოფლიოს 65 ქვეყნიდან 380-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. მათ შორის, საქართველოდან, ადმინისტრაციასთან ერთად, მონაწილეობას იღბდნენ: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, Caucasus Travel, Travel Shop, Visit Georgia და Georgica Travel.
მარიამ ტაკაშვილი