საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა გაეროსგენერალური ასამბლეის 30-ე სპეციალურ სესიაზე, რომელიც მსოფლიოში ნარკოტიკულისაშუალებების გავრცელების საკითხს ეხება.
სპეციალური სესია 19 აპრილს გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს გაეროსგენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, მოგენს ლიკეტოფტმა მიმართა. საკუთარ გამოსვლაშიგენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოშინარკოდამოკიდებულების მზარდ პრობლემაზე და აღნიშნა ამ პრობლემის წინააღმდეგსაერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ბრძოლის მნიშვნელობა.
სპეციალური სესიის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია, ღონისძიებაშიმონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ხელისუფლების მაღალი რანგისწარმომადგენლები.
სპეციალური სესიის მონაწილეებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი 20 აპრილსმიმართავს. მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ნარკოტიკებისწინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკასა და დღეს არსებულ შედეგებზე.
გაეროს ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 21 აპრილს ასევემონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების საკითხებზე გაეროს მაღალი დონის დებატებში.
ქ.ნიუ–იორკში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსგამართავს, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე გაეროს წევრი ქვეყნების დიპლომატიურიმისიების ხელმძღვანელებთან.