7 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის ეკოვიჟენი“, გერმანულ ბანკ KFW ერთად აწყობს მასშტაბურ დასუფთავების აქციას თბილისსა და რეგიონებში (10 ლოკაცია – ლისის ტბა, კუს ტბა, თბილისის ზღვა, თბილისის ეროვნული პარკი, კავთისხევი, ბაზალეთის ტბა, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია).
დასუფთავების აქციას ჩაერთვებიან როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. ღონისძიებაზე მოწვეული არიან თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრი, და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯმდომარე. დასუფთავების აქციების ფარგლებში გაიმართება სახალისო შეჯიბრი და ვიქტორინა ბავშვებს შორის.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოვიჟენი“, გერმანულ ბანკ KFW და საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველო“-ს ხელმძღვანელებსა და წევრებს შორის. გადაწყდა, რომ აღნიშნულ აქციაში ჩაერთვება, როგორც საქართველოს საპატრიარქო, ისე ცალკეული ეკლესია–მონასტრები, რაც ღონისძებას მეტ დატვირთვას შესძენს.
სოფიკო ნინიკაშვილი