საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც ადამიანისუფლებების დაცვისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანისშემცირებისკენაა მიმართული.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისსახელმწიფო სტრატეგიაზე და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე. მიხეილ ჯანელიძისგანცხადებით, სახელმწიფო სტრატეგია ემსახურება ნარკოტიკების პრობლემის მიმართინსტიტუციური მექანიზმების განვითარებას. მისი მიზანია ნარკოდამოკიდებულების შემცირება,გავრცელება-მოწოდების გზებთან ეფექტური ბრძოლა, პრობლემის მუდმივი მონიტორინგი დააღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური კოორდინაცია.
ნარკოპრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვანნაბიჯად მინისტრმა 2015 წელს, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნადაასახელა. ცენტრის მიზანი ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული სურათის ანალიზი,ამ პრობლემის მიმართ ახალი სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიის დანერგვა დასაერთაშორისო თანამეგობრობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.
მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული პრობლემისადმი კომპლექსურიმიდგომის მაგალითად ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლისკოდექსში შესული ცვლილებები დაასახელა, რომლითაც ნარკოტიკების მოხმარება და გასაღებაგაიმიჯნა.
ნარკოდამოკიდებულების მიმართ სამართლებრივად ლიბერალური მიდგომების ფარგლებში,საქართველოში ეფექტურად ამოქმედდა ადრეული ჩარევის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა დასოციალური რეინტეგრაციის მექანიზმი. მათ შორის გაჩნდა სოციალური საწარმოები, რაც ხელსუწყობს ნარკოდამოკიდებულების მქონე მოქალაქეების სოციალურ ინტეგრაციასა დარეაბილიტაციას.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა აივ/შიდსთან ბრძოლის 2016-2018 წწ. ეროვნულსტრატეგიაზე, რომლის მიზანიც 2020 წლისთვის არსებული სურათის შემცირება და 2030 წლსითვის ვირუსის ელიმინაციაა. მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ტრიბუნიდან ასევე ისაუბრა Cჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც უპრეცენდენტო აღმოჩნდამსოფლიოს მასშტაბით.
ნარკოტიკების საკითხზე გაერო-ს სპეციალური სესია გენერალური ასამბლეის ფარგლებშიმიმდინარეობს, მას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებიეწსრებიან. საგარო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონისშეხვედრის ფარგლებში იმყოფება, მდგრადი განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზემიხეილ ჯანელიძე სიტყვით ხვალ გამოვა.