20 აპრილს 120-ე საჯარო სკოლაში ქართული დელეგაციების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა. გეზრბენის (კროსი) სახეობაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატშიმონაწილეობის უფლება 120-ე სკოლის მოწავლეებმა 2015 წელს მოიპოვეს, როცა ისინი ანაკლიის მომავლისბანაკში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ.
აღნიშნული ჩემპიონატი გაიმართება უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში 2016 წლის 21 აპრილიდან 26 აპრილისჩათვლით. საქართველოს გუნდების მოწინააღმდეგეები იქნებიან მათი თანატოლები მსოფლიოს 26ქვეყნიდან: ავსტრია, ალჟირი, ბელგია-ფლანდრია, ბელგია-ფრანგული საზოგადოება, ბრაზილია,ბულგარეთი, ჩინეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი,ისრაელი, იტალია, მაროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ესპანეთი, თურქეთი.
თბილისის 120-ე საჯარო სკოლის საზეიმო გაცილებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთასამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი მამუკელაშვილი, გლდანი-ნაძალადევუს საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ლოდია, საქართველოს ბავშვთადა მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კიკალიშვილი, 120-ე სკოლის დირექტორი, მარინა წერეთელი, ამავე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთასამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულიოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.