თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „პოლიტექნიკურში“ შსს-ს ექსპერტიზის სამსახურს მუშაობა არ დაუსრულებია, რის გამოც საპატრულო პოლიცია მატარებლების მოძრაობის აღდგენის ნებართვას არ იძლევა.
მეტროსადგურ „პოლიტექნიკურში“ ბაქანიდან ლიანდაგში 15 წლის გოგონა ჩავარდა.
მარიამ ფანჩულიძე