თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის, ფრაქციასთან არსებული ეთნიკურ უმცეროსაბათა საბჭოს, ასევე საქართველოში უკრაინულიდიასპორისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, აგრეთვე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ,ქართველი და უკრაინელი მხატვრების მიერ კედლების მოხატვით დაიწყო.
ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებმა საქართველოში მოქმედი უკრაინულ-ქართული ბიზნეს სექტორის საქმიანობის ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს.
კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც ასევე, უკრაინული ღვინის დეგუსტაცია დაუკრაინული სამზარეულოს გაცნობითი ტურიც მოეწყო, დედაქალაქისწარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები თბილისელებსდა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიესალმნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს.
ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარისრიმა ბერაძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ორი ერის მეგობრობისა დაეფექტიანი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„იმედს გამოვთქვამ, რომ სულ მალე, ჩვენს დედაქალაქთან დაძმობილებულიქალაქების თბილისში არსებული დიასპორები, მათი ქალაქის სახელობის ქუჩისგამწვანება-გალამაზებაში მიიღებენ მონაწილეობას“-განაცხადა საკრებულოს წევრმა.
თეატრალიზირებული სანახაობა, მუსიკალურად ქართული და უკრაინულისიმღერებითა და ცეკვებით, ჩუღურეთის რაიონის საჯარო დაწესებულებებისაღსაზრდელებმა გააფორმეს.
ფესტივალი სიმბოლურად, წაბლის ხეების დარგვით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან ერთად, თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კულტურულ ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, უკრაინის საელჩოსა დასაქართველოში უკრაინის დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.