„მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია“ – პასტაფარიანიზმი პირველად აღწერა ორეგონის შტატის უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა 24 წლის ბობი ჰენდერსონმა თავის სატირული შინაარსის ღია წერილში, რითაც გააპროტესტა კანზასის შტატის განათლების პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საჯარო სკოლების სამეცნიერო კლასებში, გონივრული ჩანაფიქრის თეორიის სწავლებას ისახავდა მიზნად. აცხადებდა, რომ როდესაც მეცნიერები ატარებენ რაიმე კვლევას ზებუნებრივი ქმნილება, რომელიც ძალიან წააგავს სპაგეტსა და გუფთებს, ცვლიან კვლევის შედეგებს საკუთარი ატრიის საცეცებით.
ჰენდერსონის მტკიცებით, მისი რწმენა იყო ჭეშმარიტი და მოითხოვდა, რომ მფრინავ სპაგეტის მონსტრს (როგორც ის უწოდებდა), სამეცნიერო კლასებში იმდენივე დრო დასთმობოდა, რამდენიც ევოლუციას და გონივრული ჩანაფიქრის თეორიას. მას შემდეგ რაც ჰენდერსონმა ეს წერილი საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა, მფრინავი სპაგეტის მონსტრი მალევე იქცა ინტერნეტ ფენომენად და გონივრული ქმნილების საჯარო სკოლებში სწავლების მოწინააღმდეგეთა სახედ. ახალმა რელიგიამ მალევე მოიპოვა საჯარო აღიარება. პასტაფარიანულ ეკლესიას ამჟამად ათასობით მიმდევარი ჰყავს, ძირითადად კოლეჯის მოსწავლეები ევროპაში, მათ შორის პოლონეთსა, ჰოლანდიაში და ამერიკაში.
პასტაფარიანიზმის თანახმად, სამყარო შექმნა უხილავმა და შეუცნობელმა მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა. ნამდვილ, ძირძველ პასტაფარიანელებად მეკობრეები მიიჩნევიან. მათი კონცეფციის თანახმად, სამოთხე სავსეა ლუდის ვულკანებით და სტრიპტიზიორთა ქარხნებით. პასტაფარიანული ჯოჯოხეთი მსგავსია სამოთხისა, განსხვავებით, რომ ლუდი არის უგემური. პასტაფარიანელისთვის ყოველი პარასკევი არის წმინდა დღე. ლოცვა სრულდება საბოლოო დამადასტურებელი განცხადებით „რ’ამენ“. სპაგეტის მონსტრის მიმდევრები დოგმებისა და ფორმალურობის წინააღმდეგნი არიან. არ აქვთ გარკვეული მოთხოვნები დღესასწაულების აღნიშვნისთვის, მათ სურვილისამებრ აღნიშნავენ. მაგალითად: ზეიმობენ ხანუქას სახელად „დღესასწაული“, „პასტოვერს“ როგორც ფესახის და „რამენდანს“ როგორც რამადანის სახეცვლილებას.
2005 წლის ჰენდერსონმა მიიღო 80 000 აშშ დოლარი გამომცემლობა Villard-ისგან, რათა დაეწერა მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება. წიგნის 100 000-ზე მეტი ეგზემბლარი გაიყიდა.
სახარების მიხედვით, მეკობრე კაპიტანმა მოსემ, მიიღო ათი ქვის ფირფიტა, რომლებზეც ეწერა რჩევები მფრინავი სპაგეტის მონსტრისგან. ორიგინალი ათი „უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებიდან“. ეს მცნებები ასწავლის ყველა მორწმუნეს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ჭეშმარიტად პასტაფარიანული ცხოვრებით. ათიდან ერთ-ერთ მცნებაში ვკითხულობთ: “უკეთესი იქნება, თუ არ დახარჯავ უამრავ ფულს ეკლესიის, ტაძრისა თუ მეჩეთის მშენებლობაზე ჩემი კალორიული მადლის სათაყვანებლად, როდესაც შეგიძლია ეს ფული უკეთესად გამოიყენო. აირჩიე რაზე: სიღარიბის აღმოფხვრა. ავადმყოფების მკურნალობა; მშვიდობიანი ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ინტერნეტის ფასის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ მე რთული აგებულების, ყოვლისმხედველი არსება ვარ, მე მიყვარს ცხოვრების ყველა უბრალო სიამოვნება. სხვამ ვინ იცის ჩემზე უკეთ? მე შევქმენი ყველაფერი.”
მფრინავი სპაგეტის მონსტრის ხატი დიზაინერმა ნიკლას ჯენსონმა შექმნა მიქელანჯელოს ცნობილი ნახატის – “ადამის შექმნას” მიხედვით, სადაც წვერებიანი კაცის ადგილზე გამოსახულია მფრინავი სპაგეტის მონსტრი.
საქართველოს პასტაფარიანული ეკლესია 2013 წელს ინტერნეტ სივრცეში ჩამოაყალიბეს ქართველმა პასტაფარიანელებმა. შეიქმნა ნაციონალური, ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ეკლესია. ეკლესიის წევრების ღრმა რწმენით, საქართველო მფრინავი სპაგეტის მონსტრის წილხვედრი ქვეყანაა და საქართველო გაპასტაფარიანელდება. ეკლესიის წევრების თქმით, მათ აქვთ დაფასება იმ ღვაწლისა, რაც წმ. პასტას მიუძღვის კაცობრიობის წინაშე. „ის ხომ ჩვენი ცოდვებისათვის მოიხარშა“, „ხმა პასტისა და ხმა ერისა, მაკარონია ჩვენი სიმართლე!“ — აცხადებენ ეკლესიის მიმდევრები.
საქართველოს პასტაფარიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობას შეუსაბამა. აქვთ სამრევლოები, რომლებსაც კაპიტნები უძღვებიან. პასტაფარიანული ეკლესიის წინამძღოლი და უმაღლესი წოდების მატარებელია პასტოლიკოს პატრიარქი.
საქართველოს პასტაფარიანული ეკლესია ოფიცილაურ ფეიზბუკ გვერდიდან ვიგებთ, რომ მათთან ერთად დაიწყო ფუნქციონირება “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალურმა ეკლესიამ”, რომლის დარეგისტრირებასაც ტელეკომპანია “ტაბულას” პროდიუსერი ალექსი მაჭავარიანი ცდილობს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელდ:
“გაცნობებთ რომ საქართველოს პასტაფარიანულ ეკლესიასთან ერთად დაიწყო ფუნქციონირება მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალურმა ეკლესიამ, გადაწყდა ამ ორი ეკლესიის გაერთიანება. ჩვენ რეგისტრაციის ამბავი გადადებული გვქონდა. თუმცა მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ შეიტანა განცხადება წესდებით იუსტიციის სახლში, რომელიც არ დაარეგისტრირა რეესტრმა, რაც არის ჩვენი როგორც რიგითი მართლმორწმუნე პასტაფარიანელების გულისტკივილი და უფლებების შელახვა, ჩვენ ვერ დაგვამარცხა პასტაჰოველურმა მოძრაობამ და პასტაფარიანელ მშობელთა კავშირის აქტივისტების გვერდში დგომით მივაღწიეთ პასტაფარიანელთა მობილიზება, დრუშალგით თავზე, მაკარონით ხელში, მარად და მუდამ ვიბრძოლებთ პასტაფარიანელობისათვის, ხელისუფლებას ისღა დარჩენია აღიაროს უფალი პასტას ძალი და მადლი, აღიაროს წმინდა წიგნები გოსპელ ოფ ფსმ და განიერი ზარბაზანი და შეიტანოს ისინი სასწავლებლად სასკოლო პროგრამაში!”
როგორც marshalpress.ge წერს: “მაჭავარიანის მიერ წარდეგნილ წესდებაში განსაზღვრულია “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” მიზნები, ესაა: ახალი რელიგიის გავრცელება საქართველოში და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტების მოძიება. მაჭავარიანს რელიგიური იერარქიული სტატუსიც აქვს განსაზღვრული. მისი სასულიერო ხარისხი “ბრძენკაცია”.
ახალი რელიგიური მიმდინარეობის რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა შემდეგი მიზეზით: „განმცხადებელს წარმოდგენილი არ ჰქონდა დოკუმენტაცია, რომ რელიგიური გაერთიანება რეგისტრირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში; ასევე რეესტრის განმარტებით, ტერმინი „ავტოკეფალური” მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაა მინიჭებული და მისი გამოყენება მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს“.
ალექსი მაჭავარიანის წარმომადგენლის, იურისტ გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
საზოგადოების ნაწილმა, რელიგიური გრძნოებების შეურაცხყოფად აღიქვა ახალი რელიგიის რეგისტრაციის მცდელობა.
საქართველოს პასტაფარიანული ეკლესიის ოფიციალური ფეიზბუკ გვერძე (https://www.facebook.com/geopastafarain/?fref=nf) შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება ხატები, რომელიც ქრისტიანული აღმსარებლობისთვის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს.
სოფიკო ნინიკაშვილი