საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია დღეს, მედიას სამინისტროს საქმიანობის 6 თვის ანგარიშს წარუდგენენ.
ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამინისტროს მიერ ამ ხნის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ.
დავით ნარმანია და შოთა მურღულია დეტალურად ისაუბრებენ, თუ რა მოცულობის სამუშაოები შესრულდა 6 თვის განმავლობაში როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე სხვა მიმართულებით. ანგარიშში შესულია, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მონაცემები. მინისტრი და მისი მოადგილე ჟურნალისტებს, აგრეთვე, გააცნობენ სახელმწიფო შეყიდვების კუთხით არსებულ ვითარებას.
წარმოდგენილი ანგარიში ასევე მოიცავს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედარებით ანალიზს 2012 და 2013 წლებში.
25.07.13