თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებისას, რომლის ბორტზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, პრობლემები შეიქმნა.
თვითმფრინავი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საბოლოოდ წარმატებით დაეშვა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა შეფერხების მიზეზები დაედგინათ, აღმოჩნდა, რომ დაშვებისას პრობლემა საფრენი ბილიკის გამო შეიქმნა, რომელიც დიდი ხანია შეკეთებას საჭიროებს.
ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საფრენ ბილიკთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სთხოვა.
აეროპორტის ხელმძღვანელმა კომპანია “ტაბ ჯორჯიამ” მანამდე, არაერთხელ განაცხადა, რომ საფრენი ბილიკი შეკეთებას საჭიროებს.
25.07.13