„დავით ნარმანიას არ აქვს უფლება შედიოდეს და გამოდიოდეს თბილისის მერიაში. ჩვენ მოვითხოვთ 4 ჰექტარის დაბრუნებას ბოტანიკური ბაღისთვის. შეწყდეს აუქციონი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა 29 ჰექტარი უნდა იყიდოს“. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრობს „ტვ-პირველზე“, „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში.
„ნაკლებად წარმომედგინა თუ ბიძინა ივანიშვილისგან რამე გამაკვირვებდა ცნობილი ხის ამბების შემდეგ, მაგრამ ვცდებოდი. ბიძინა ივანიშვილმა 4 ჰექტარი ტერიტორია მიითვისა და მიუერთა საკუთარ რეზიდენციას. სანაცვლოდ მისი საკუთრებიდან ბოტანიკურ ბაღს მისცა 4 ჰექტარი. მთავარი პრობლემა კი არის ის 29 ჰექტარი, რომელზეც იგეგმებოდა კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა. ამ გზაზე გაიჩეხა 540 ხე, გადატანალი იქნა მილსადენი. ბიუჯეტიდან 700 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ახლა კი თბილისის მერიამ ამ ტერიტორიაზე გზის მშენებლობა გადაიფიქრა. მიწა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას ესაზღვრება, გაიტანეს აუქციონზე. გზის პროექტი დააკორექტირეს და დამატებით უნდა გაიჩეხოს ხეები.
ეს გაცვლა არის მომგებიანი და სასარგებლო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. მართალია მან დააფინანსა ოპერა, მაგრამ ნახევარი სოლოლაკი მიითვისა. პანორამა თბილისისთვის მნიშვნელოვანი საგანძური საკუთარ საკუთრებაში გადაიტანა. ეს ადამინი ამით ერთობა თბილისელების ხარჯზე,“ – ამბობს ნიკა მელია.
მანანა ღოღობერიძე