”საქართველოს რკინიგზა” დამატებით მატარებელს ზუგდიდის მიმართულებითაც ნიშნავს. როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, ”საქართველოს რკინიგზა” კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით.
”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, თბილისიდან 29 აპრილს და პირველ მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 საათზე, ჩასვლა ზუგდიდში 06:36 საათზე, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30 საათზე, ჩამოსვლა თბილისში 07:05 საათზე.