2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 60%-ი ქალაქში იცხოვრებს.
ფიქრობენ,რომ ამ რიცხვის ზრდამ შესაძლოა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც გამოიწვიოს. თუმცა მანამდე მთავარია შევძლოთ ისეთი ქალაქების აშენება,რომლებიც ამ რაოდენობის მოსახლეობას ელემენტარული საარსებო პირობებით უზრუნველყოფენ. Mckinsey სვავს კითხვას – როგორ უნდა ავაშენოთ ასეთი „დიდებული“ქალაქები?
2030 წლისთვის ქალაქში 5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. დღესდღეობით ეს რიცხვი 3.6 მილიარდია. ამ სტატისტიკის ნამდვილად უნდა „ეშინოდეთ“ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს. მათ თავი უნდა გაართვან მასობრივ ურბანიზაციას და უზრუნველყონ მოსახლეობა ინფრასტრუქტურითა და ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით. მათ ასევე მოუწევთ დაივიწყონ ის მემკვიდრეობა, რაც მათ ქალაქებს ბუნებამ, ისტორიამ თუ ტრადიციებმა დაუტოვა. ამის მთავარი მიზეზი იმ რესურსის ძიებაა, რომელიც მოახერხებს ქალაქის იმგვარ მოწყობას, რომ იგი შეთავსებადი იყოს მრავალათასიან ან, თუნდაც მილიონიან მაცხოვრებელთან.
სინგაპური, ბოგოტა, დაკარი, ბოსტონი, დუბაი, ვანკუვერი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქალაქებისა, რომლებშიც მოსახლეობის რიცხვი ძალიან მალე გაიზრდება. თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარად იწყებს მომზადებას. ეს მაგალითები კი ძალიან გამოადგება განვითარებად ქვეყნებს.
მათი უმრავლესობა იწყებს ინფრასტრუქტურის შეძენას და გაუმჯობესებას, ამ რესურსის როგორც ბიზნესის ნაწილად გამოყენებას, დაკარში სასმელი წყლის სისტემის უზრუნველყოფასა და გამართულობაზე მუშაობენ რამდენიმე წელია. ბოსტონის მერის, თომას მენინოს თქმით კი:
„მთავარია ზუსტად ვიცოდეთ თუ, რა არის ჩვენი ქალაქის სუსტი წერტილი. ჯობია მისი აღმოფხვრით დავიწყოთ,ვიდრე ისედაც წარმატებული სფეროების გაუმჯობესებით.“
იმისთვის,რომ გაგვეგო, თუ როგორია ეფექტური გზა იყო მზად ამ პროცესებთან დასახვედრად, McKinsey-მა გაანალიზა თანამედროვე ქალაქების სოციალური და ეკონომიკური მონაცემები, მათი განვითარების ინდიკატორები. კვლევა მოიცავდა ინტერვიუს 30 მერთან ოთხი კონტინენტის ქალაქებიდან და სხვა ლიდერებთან, რომლებიც ქალაქის დაგეგმარებაში პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას. ამასთანავე, შეისწავლეს ოთხმოცამდე შემთხვევა წარსულიდან, სადაც გამოიკვეთა კონკრეტული ლიდერების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებმაც დადებითი შედეგები მოიტანეს ფინანსური, თუ სოციალური თვალსაზრისით ქალაქებისთვის.
საინტერესოა ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ნაბიჯებში გამოიკვეთა იყო ქალაქების მეზობელი რეგიონების მდგომარეობისა და მათთან ურთიერთობების დარეგულირება ყველა სფეროში. ეს გამოიწვევს, როგორც ეკონომიკურ ისე, სიცოცხლისთვისა და ცხოვრებისთვის არსებული პირობების გაუმჯობესებას. განვითარებული რეგიონები ქალაქებს მოამარაგებს ჯანმრთელი საკვებითა და სუფთა წყლით.
ცვლილებების განხორციელება ადვილი არაა. მითუმეტეს ძირეულად და საყოველთაოდ. განვითარებული ქალაქებმა შეძლეს და ცვლილებები დაიწყეს შიგნიდან. აუცილებელია, პროგრესული,კრეატიული ჯგუფების შექმნა, რომლებიც მუდამ ხალხის სამსახურში იქნებიან. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქალაქებმა საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს უნდა გაუზიარონ, ასევე უნდა მოხდეს პროგრამებისა და პროექტების გაზიარებაც, თუნდაც წარუმატებელის. შესაძლოა ის, რაც ერთ ქალაქში წარუმატებლად დამთავრდა, მეორეში წარმატებით განხორციელდეს.
კვლევის სრული ანგარიში (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე, სტატიის ბოლოს http://www.mckinsey.com/global-themes/urbanization/how-to-make-a-city-great
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე