რესპუბლიკელებსა და ეკა ბესელიას შორის კამათის მიზეზი სკოლამდელი განათლების საკითხზე კანონპროექტი გახდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე შენიშვნები აქვთ რესპუბლიკელებს და პარლამენტს საკუთარ კანონპროექტს სთავაზობენ, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ბავშვების ერთ ჯგუფში გაერთიანებას გულისხმობს.
მათი წინადადებები მიუღებელი აღმოჩნდა ეკა ბესელიასთვის. თუმცა იმისთვის, რომ კანონპროექტი არ ჩავარდეს, კენჭისყრის ჩატარება მოგვიანებით გადაწყდა.