როდესაც დევიდ ლათიმერმა 1960 წლის აღდგომის დღესასწაულზე შუშის უზარმაზარ ბოცაში მიწა და მცენარის თესლები ჩაყარა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში ნამდვილ ჯუნგლებს მიიღებდა, რომელიც ათეულობით წელს გაძლებდა.ახლა, ნახევარი საუკუნის შემდეგ ლათიმერის ბაღი შუშაში ისევ აგრძელებს ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ პატრონმა ის ბოლოს 1972 წელს მორწყო.
54 წლის წინ ლათიმერმა უზარმაზარ ბოთლში ცოტა კომპოსტი და მიწა ჩაყარა, შემდეგ მავთულის საშუალებით პატარა ორმოები ამოთხარა და მათში ფრთხილად მოათავსა ტრადესკანციას თესლები.
ბოლოს ცოტა წყალი მოასხა და ჰერმეტულად დახურა.ბოთლი სახლის მზიან კუთხეში წლების განმავლობაში იყო მოთავსებული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლოს მოსარწყავად 42 წლის წინ გაიხსნა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბოთლში თვითმკმარი ეკოსისტემა ჩამოყალიბდა – ფაქტობრივად, უნიკალურ გარემოში წარმატებულად შეიქმნა დედამიწის მაკრო სისტემა.დევიდ ლათიმერი უკვე 80 წლისაა და თავისი ექსპერიმენტის შედეგის დატოვებას შვილისა და შვილიშვილებისთვის აპირებს.
წყარო: Friday.ge
მარიამ ფანჩულიძე