საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს– აღნიშნულიგადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზეისაუბრა. მისი განმარტებით, პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერიმოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვისესაჭიროება დაფინანსება. პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლოშემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 35 მლნ ლარამდე.
„დღეს ჩვენ დავამტკიცებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტისმუშაობის ძირითად პრინციპებს, ხოლო ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებსფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკის შენობაში. ეს არის ძალიანმნიშვნელოვანი რეფორმა, გამომდინარე იქედან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმაბიზნესმენმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსებაყველანაირი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველადხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაცინოვაციური პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც ამმიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაში და ეს არის ჩვენიმხრიდან პირველი ნაბიჯი, რაც მისასალმებელია,“–განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომისდაწყების წინ.
მისივე ინფორმაციით, პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი დასაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის ამოქმედების პროცესშიასევე ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.