5 მაისს, 10:00 სთ-ზე თბილისში დაგეგმილ მსოფლიოს აბსულუტურ ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესკონფერენციაგაიმართება (მის: სასტუმრო „გოლდენ პალასში“ აღმაშნებელის ხ-ნი 5 კმ-თბილისის საქალაქო სასამართლოსთნ). საქართველოს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან უძლიერესი მებრძოლები ესტუმრნენ. პრესკონფერენციამდე ისინიტრადიციულ შემოწმებას და აწონვებს გაივლიან.
ACB-ის ეგიდით 35-ე მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მხარდაჭერით და უნივერსალური ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითთბილისში, სპორტის სასახლეში 6 მაისს, 18:00 საათზე დაიწყება. რინგზე ქართველი, ამერიკელი,უკრაინელი, პოლონელი, რუსი, ბერძენი, ბრაზილიელი, ყაზახი სპორტსმენები გამოვლენ. საქართველოს სახელით ჩემპიონატში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული ორთაბრძოლებისკლუბის წევრები მიიღებენ: ნოდარ კუდუხაშვილი, სოსო ნიჟარაძე, ბენო ადამია, გიორგი ლობჟანიძე დაარჩილ თაზიაშვილი.
ტურნირი შსს-ს გარდაცვლილი თანამშრომელის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ორი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული გურამ გუგენიშვილი შერეულ ორთბრძოლებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო.
დანაშაულის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთ სამინისტროს მიერ ბოლო წლების განმავლობაშ აქტიურად მიმდინარეობს სპორტის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. შექმნილია სპორტული კლუბები. შსს-ს ძიუდოს კლუბი „მებრძოლი“ ევროპის მომქმედი ჩემპიონია. მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ავტორბოლაში, მძლეოსნობაში, ჭიდაობასა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატის ACB35 Tbilisis პარტნიორები არიან: თბილისის მერიის და საქართველოს რკინიგზა,„ლუდსახარში ზედაზენი”. საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია მაესტრო, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა,” ღონისძების მასპინძელია სასტუმრო „გოლდენ პალასი“