„ჩვენ ძალიან ახლო პარტნიორები ვართ. ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს საქართველოც და გვაქვს საფუძველი, რომ ვიზეიმოთ ერთად.“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღობისძიებებზე ისაუბრა. იანოშ ჰერმანმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგები და მომავალი მიზნები განიხილა ტელეკომპანია „GDS”-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში.
„ევროპის დღის“ ზეიმი ევროკავშირში ყოველწლიურად აღინიშნება. მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. დაგეგმილია ღონისძიებები რიყის პარკში. ეს არის არა მხოლოდ ევროკავშირის, მთლიანად ევროპის კონტინენტის ზეიმი. ღონისძიებები დაახლოებით 2 კვირის განმავლობასი გაგრძელდება.ჩვენ ერთად ვზეიმობთ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას. უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რასაც მივაღწიეთ და ვიფიქროთ რა პერსპექტივები გვაქვს.
როცა პირველად ჩამოვედი, გაოცებული ვიყავი,თუ რამდენი იცოდნენ მოქალაქეებმა ევროკავშირის შესახებ. ჩვენი ერთიანი მომავალი ევროკავშირში გულისხმობს საქართველოსაც. საერთო თანამშრომლობას აქვს ერთი მკაფიო მიზანი, საქართველოში ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება ერთ-ორ დღეში.თუ მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ, შედეგი იქნება. ქართული ექსპორტი ევროკავშირში იზრდება, ევროპული კომპანიები მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ.
საქართველოში რეფორმების გატარების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო დაახლოებით ათწლეულის წინ. ევროკავშირი მუდმივად მონიტორინგის რეჟიმშია. პროგრესი მიღწეულია, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია ასევე მიღწეულის შენარჩუნება.
უვიზო მიმოსვლა შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს,რომელსაც აქვს ქართული პასპორტი, მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობს ეს ადამიანი. იმედი გვაქვს,რომ ჩვენი თანამშრომლობით შევძლებთ ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ვეთანხმებით არაღიარების პოლიტიკას,“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მანანა ღოღობერიძე