ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
შეგახსენებთ, ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.