თბილისის 35 საბავშვო ბაგა-ბაღში სპორტულ-გასართობი მოედანი გაკეთდება. სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ეზოებში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები, აიწონა-დაიწონა და ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია.
გასულ წელს სპორტულ-გასართობი მოედანი თბილისის 40 ბაღში მოეწყო.