• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, აგვისტო 13, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პერსონა
„ერთ კვირაში 80 ლექსიც კი დამიწერია“ – ახალგაზრდა პოეტი კოკა კობალაძე

„ერთ კვირაში 80 ლექსიც კი დამიწერია“ – ახალგაზრდა პოეტი კოკა კობალაძე

2016/05/09
in პერსონა
19 0
17
SHARES
241
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კოკა კობალაძე – ახალგაზრდა პოეტია, რომელიც ფართო აუდიტორიამ ცოტა ხნის წინ გაიცნო და მცირე დროში მოასწრო, რომ შეეყვარებინა. ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ საჯაროდ მათი გამოქვეყვება არ უფიქრია. 18 წლის პოეტს, ბევრი გულშემატკივრი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, საქართველოდან წასული თანამემამულეებიც ხშირად წერენ პირად შეტყობინებებში საქებარ სიტყვებს და თავიანთ შთაბეჭდილებებსაც უზიარებან.

თავად, ბიზნესის სფეროში სურს საქმიანობის გაგრძელება და მომავალში საკუთარი თავი საქმიანი იმიჯით წარმოუდგენია. თუმცა ლექსების გამოქვეყნებას კვლავაც  აპირებს, ვინაიდან პოეზია მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

The Tbilisi Times გაგაცნობთ, კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს, საინტერესო მიზნებით და ცხოვრებით:

13162007_1109822185746504_720186957_n+

კოკა, როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?

– დავიბადე თბილისში. მყავს ერთი და, ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს ბებოსა და პაპას. მშვიდი, გაწონასწორებული, კეთილი ბავშივი ვიყავი, არ მიყვარდა უსამართლობა და პროტესტს ყოველთვის გამოვხატავდი. ბევრი სკოლა გამოვიცვალე და ამჟამად ვარ აბიტურიენტი. ვაპირებ, ჩავაბარო ბიზნესის ფაკულტეტზე, საქმიანი იმიჯი მომწონს, ჰალსტუხიც კი კომფორტულია ჩემთვის.

რამდენად ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდით და მშობლები რა პრინციპებით გზრდიდნენ?

– გამიჭირდება სიტყვებით ავხსნა როგორ მიყვარს ჩემი ოჯახი. ბებო მასწავლებელია და  თავისი მეთოდები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად არ მზრდიდნენ დისციპლინისკენ ყოველთვის მიმითითებდნენ ტკბილი სიტყვით და ეს უფრო მოქმედებდა ჩემზე.

პირველ ლექსზე მომიყევით, პოეზია თქვენს ცხოვრებაში რა როლს თამაშობს?

– პირველი ლექსი ეხებოდა ღირსებას, მორალს. მეორე-მესამე კლასში სამშობლოზეც მქონდა დაწერილი ლექსი. პოეზია ჩემთვის კომუნიკაციის საშულებაა. ლექსებში გამოვთქვამ აზრს, რომლის ირგვლივაც არის განხილვა, ეთანხმებიან, ან პირიქით, აკრიტიკებენ. პოეზია ჩემი ცხოვრების ნაწილია.

13153361_1109825489079507_400188065_nროგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს იყო კარგი პოექტი?

– პოეტობა ლამაზი სიტყვა არ არის. პოეტობა – მთელი გულით წერაა, თუნდაც რითმა სულაც არ ჰქონდეს და იყოს ვერლიბრი, ან ჩანახატი, მთავარი გულწრფელობაა.

როგორ გარემოში წერთ ლექსებს, არის პირობა, რომელიც ლექსის დასაწერად აუცილებლად გჭირდებათ?

– ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ თემაზე  შემიძლია, ვწერო ლექსები. არ მჭირდება განსაკუთრებული გარემო და არც მუზა… ერთ კვირაში 80 ლექსიც კი დამიწერია. ლექსებს შესაბამისი ხასიათისას ვწერ. არ არის აუცილებელი, დეპრესიაში ვიყო და მელანქოლიური განწყობა მქონდეს.

თანამედროვე ქართველი პოეტებიდან ვის გამოარჩევდით?

– ზურა სალუქვაძე მომწონს. თანამედროვე პოეტების შემოქმედებას ვიცნობ, მაინტერესებს რას წერენ, როგორ წერენ. თუმცა გამიჭირდება ვინმეს „აღიარება“, ბევრ მათგანს აქვს პოტენციალი, რომ შემოქმედებითად წინ წაიწიოს.

დღეს ჩვენს ქვეყანაში რამდენად აფასებენ ახალგაზრდა პოეტებს, და აქვთ, თუ არა სამომავლო პერსპექტივა?

– საქართველოში ამ სფეროს ნაკლებად ექცევა ყურადღება, მაგრამ ყველაზე დიდი პერსპექტივა ჩემთვის  საკუთარ თავში წინსვლაა, შემოქმედებითად უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა. მკითხველისგან მოდის ინიციატივა, რომ პოეზიის საღამოები ჩავატარო და მათი სურვილი ჩემი სამომავლო გეგმებია. ადამიანებს, რომლებიც ახალ ლექსებს ელოდებიან არ მინდა იმედები გავუცრუო. ვაპირებ, კრებული გამოვცე და აქტიურად ვიმუშაო ამ მიმართულებით.

როგორია კოკა კობალაძე მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან?

– დიდ პატივს ვცემ მეგობრებს და ერთ დიდ ოჯახად მოვიაზრებ. ყოველთვის შემიძლია მივმართო და რჩევა ვკითხო.

13141059_1109827055746017_1530018420_nრას აკეთებთ თავისუფალ დროს და საერთოდ რამდენად ხშირად ხართ თავისუფალი?

– ვარჯიშით ვარ დაკავებული, გიტარაზე ვუკრავ და ვკითხულობ. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტი ვარ და ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, დროის კარგი მენეჯმენტი მეხმარება, რომ დღის განმავლობაში ბევრი რამ მოვასწრო.

რას გრძნობთ, როდესაც კითხულობთ საკუთარ ლექსს?

– საკუთარ ლექსებს ძალიან ხშირად ვკითხულობ, ვუსმენ. მინდა, სხვა თავლით დავინახო და რაც არ მომწონს გამოვასწორო. ჩემს თავს რჩევებს თავად ვაძლევ. ლექსს, რომ ვწერ პირველად აუცილებლად ბებოს ვუკითხავ, ჩემი აზრით, ის ძალიან მაგარი ხელოვანია. როდესაც ვუკითხავ, მთლიანად მთელი სულითა და გულით მისმენს, ყველაფერს აკვირდება და ემოციებს ძირითადად მის თვალებში „ვკითხულობ“ ხოლმე.

საუკეთესო რჩევა რომელიც მიგიღიათ?

– არსებობს ადამიანი, რომლისგანაც მიღებული ყველა რჩევა  ძალიან ძვირფასია, მაგრამ ამჯერად მინდა, რომ მისი ვინაობა ანონიმური დარჩეს.

თუ ხართ გუმანი და რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

– გურმანი საერთოდ არ ვარ, ეს ჩემს გარეგნობაზეც აისახება.

საქართველოში თქვენი საყვარელი ადგილი რომელია?

– წაღვერი დაუფიქრებლად.

13173238_1110411192354270_5634423581314021082_o (1)+

რატომ გსურს, რომ ცნობილი იყო?

– უნდა აღვნიშნო,  ჩემი ლექსები არასდროს ყოფილა მოტივი, რომ  პოპულარული გავმხდარიყავი, რადგან დიდი ხანია ვწერ და მხოლოდ ახლა „გამოვჩნდი“.  პოპულარობა საკუთარი მნიშვნელოვანების შეცნობაში მეხმარება. ადამიანების სიყვარული ძალას მაძლევს, საკუთარ მნიშვნელობას შევიგრძნობ ისე, რომ ამით არავინ ზარალდება, ჩემთვის მთავარი ეს არის.

გულშემატკივრებს რას ეტყოდით?

–  ჩემს გულშემატკივრებს ყოველთვის ლექსებით ვესაუბრები. თითოეულ მათგანს ვეტყოდი, რომ არავითარ შემთხვევაში იმედს არ გავუცრუებ. მინდა, რომ თავისუფლად იყვენენ ყოველთვის. არ მოერიდოთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, როდესაც  რაიმე არ მოსწონთ გამოხატონ, რომ არ მოსწონთ და, პირიქით, თუ რაიმე მოსწონთ თამამად თქვან, რომ  კარგია მოსწონთ.

ნანუკა მაღლაკელიძე

fb-share-icon
Tweet
Share7Tweet4Share2

მსგავსი სტატიები

“ჩემთვის ყველა თოჯინა განსხვავებულია, ყველას თავისი ხასიათი აქვს” – ნინო ჩიქოვანი 
ახალი ამბები

“ჩემთვის ყველა თოჯინა განსხვავებულია, ყველას თავისი ხასიათი აქვს” – ნინო ჩიქოვანი
 

2022/07/31
“პროექტის დასრულების შემდგომ, აქტიურად დავუბრუნდი საკუთარი ბარის პროექტზე მუშაობას” – ვაკო ღონღაძე
ახალი ამბები

“პროექტის დასრულების შემდგომ, აქტიურად დავუბრუნდი საკუთარი ბარის პროექტზე მუშაობას” – ვაკო ღონღაძე

2022/07/22
“ჩემი ნახატები ძალიან მრავალფეროვანია და ხალისიანი, ცოცხალი ფერებით” – დიანა დიდია
ახალი ამბები

“ჩემი ნახატები ძალიან მრავალფეროვანია და ხალისიანი, ცოცხალი ფერებით” – დიანა დიდია

2022/07/22
Next Post

გიორგი კვირიკაშვილმა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო–ბულგარეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს

საკრებულოს წევრებმაუცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

Discussion about this post

ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 
ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
0

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორის ქალაქ...

სრულად
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

2022/08/09
„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

2022/08/09
მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

2022/08/09
„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

2022/08/09

საინტერესო

ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარების კურსი გაიხსნა

9 წელი ago
მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 

მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 

3 თვის ago
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

6 წელი ago

ADB საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს

6 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა  2022/08/13
  • ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა 2022/08/13
  • რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება 2022/08/10

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In