დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რათა გავაძლიეროთ საქართველოს სამხედრო შენაერთებისთავდაცვისუნარიანობა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ერთობლივი წვრთნები,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.გიორგი კვირიკაშვილი ერთობლივ წვრთნებს დასავლეთთან პარტნიორობის ნათელ მაგალითადმიიჩნევს,
„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიანმაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა, საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორის თაობაზე. ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე, ჩემი აზრით,არის არაობიექტური და უადგილო. ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ.ვფიქრობ, რომ აქ პროვოკაციის ნასახი არ არის. გაცილებით უფრო მეტი პროვოკაციულიელემენტია იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც იწერება რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს “,-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმაურა პარლამენტარ თამაზ მეჭიაურისა და შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებს. მისი თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადება არის აცილებული იმ კურსს, რომელიც აქვს„ქართულ ოცნებას.“
“ნადვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არისაბსოლუტურად აცილებული იმ კურსს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მთავრობას აქვთ და, რომელიც, თავის მხრივ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსისგამომხატველია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავსსაქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, – განმარტა პრემიერ–მინისტრმა.
მანვე არაობიექტური და მიუღებელი უწოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას.
„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს„ქართული ოცნების“ დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ესარის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. საქართველოს მთავრობისა დაპარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება მრავალჯერ მოხდასხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობისწევრი გამოხატავს უკმაყოფილებას მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება.თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგანმე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიანგასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო, ამიტომ არ შემეძლო არგამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და სერგეი ლავროვსშორის შესაძლო შეხვედრის თაობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ შეხვედრას მომზადება სჭირდება, რადგან იგი უნდა იყოს გამიზნულიკონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.
“თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, ეს უპირველეს ყოვლისა უნდა განამტკიცდეს დაიყოს მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე.ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან ჩვენ გვჭირდებაურთიერთობების ნორმალიზება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესულიდა ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არაკომპრომისების, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არამედ მაქსიმალურიკონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი,რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაქვს დღეს”, – განაცხადა პრემიმერ-მინისტრმა.
ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა. მისივე თქმით, ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე.