ანალიტიკოსების თქმით, ეკონომიკურმა ზარალმა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად წლის პირველ ნახევარში 85 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 10 მილიარდი დოლარით მეტია, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, იგივე პერიოდის განმავლობაში. ყველაზე ძვირადღირებული კატასროფა, მაისის და ივნისის თვეში ცენტრალურ ევროპაში მომხდარი წყალდიდობაა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანია Aon plc სტიქიური უბედურებების ეკონომიკური ზარალის ანალიზი გამოაქვეყნა. მსოფლიოში, გასული 6 თის განმავლობაში 19 სტიქიური უბედურება მოხდა, რამაც ეკონომიკური ზარალი 1 მილიარდი დოლარის ოდენობით შეადგინა. ჯამში ეკონომიკური ზარალი, ყველა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად 85 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 10 მილიარდით აღემატება 2012 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წლის (6 თვის) ზარალი 15% დაბალია, საშუალო ზარალზე ბოლო 10 წლის განმავლობაში (2003 წლიდან 2012 წლამდე). ამ 10 წლის საშუალო ზარალი 100 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Aon plc-ს მონაცემებით, დაზღვეული დანაკარგების თანხა საშუალოდ 20 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 5 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა წლებთან შედარებით.
ყველაზე დიდი ეკონომიკური ზარალის მომტანი კატასტროფა, ცენტრალურ ევროფაში მაის-ივნისის თვეში მომხდარი წყალდიდობაა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიყენებულმა ზარალმა 22 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ წყალდიდობის ზარალმა, ჯამობრივი ზარალის მთელი 42 % დაიკავა.
ჩინეთში, აპრილის თვეში მომხდარი მიწისძვრა, რომელმაც 196 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიწისძვრის ზარალმა 14 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბრაზილიაში, 6 თვიანი მძიმე გვალვის შედეგად არავინ დაღუპულა, მაგრამ მისმა ეკონომიკურმა ზარალმა 8,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ოკლოჰომაში რამდენიმე დღიანმა ტორნადომ 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაანგრია 13 ათასი შენობა-ნაგებობები, ხოლო ზარალმა 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. არ შეიძლება არ აღინიშნოს ასევე 6 თვიანი გვალვა ჩინეთში, რომლის ეკონომიკურმა ზარალმა 4,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამადროულად, ბრიტანელმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კემბრიჯის და ერასმუსის უნივერსიტეტებიდან, შესაძლო ეკონომიკური ზარალი დაითვალეს, გლობალური დათბობის შედეგად. მხოფლიო ეკონომიკა 60 ტრილიონ დოლარს გადაიხდის, იმ შემთხვევაში თუ კი აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში ყინულის გადნობის შედეგად 50 გეგატონი მეთანი გავრცელდება დედამიწაზე. ეს უბედურება, რომელსაც მეცნიერებმა ეკონომიკური შენელებული ბომბი უწოდეს, შესაძლოა რამდნეიმე ათეული წლით გაიწელოს და უდიდესი ზარალი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. ეს რიცხვი ედრება, წინა წლის მხოფლიო ეკონომიკის ფულად ოდენობას, რომელიც 2012 წელს 70 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
26.07.13
ბელა არუთინოვი