საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუასშეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტ თომას ჰამერბერგთან.ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშისახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილეგოჩა ლორთქიფანიძე.
თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირისსპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის, დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში,შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულვითარებას, რისთვისაც იგი რამდენიმე ვიზიტით ეწვევა საქართველოს.
ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქოსაზოგადოების წარმომადგენლებს. ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულიდა ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას, რის შემდეგაც გათვალისწინებულიააფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა დასაქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის. მისიაემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობისპოლიტიკის ფარგლებში.