საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის პირველად ფორმდება და იგი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს. დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიციები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და სხვა. შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.