გუშინ ანალიტიკური თოქ-შოუ “360 გრადუსი” ავტორმა და წამყვანმა გიორგი მიქანაძემ ერთ საინრერესო გარემოებას გაუსვა ხაზი. ის პრეზიდენტის განცხადებებიდან ასკვნის, რომ შესაძლოა პრეზიდენტი კონფორმისტი გახდა კრიტიკის მიმართ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა არის უარყოფითი. როდესაც კანონი ჩემთან მოვა, მაშინ იქნება კონკრეტული ვერდიქტი გამოტანილი” – დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.
პრეზიდენტი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა და ეს განცხადებები სწორედ იქ გააკეთა.
„ჩვენი სახელმწიფო სისტემა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობაზე, ინსტიტუტზე. ეს არის სასამართლო, საბანკო, აუდიტის სისტემა, პარლამენტი, მთავრობა. ეს ნაგებობები მთლიანობაში ქმნიან ეფექტურად მომუშავე სახელმწიფოს,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი, თუმცა ამ ჩამონათვალში არ ახსენებს თავად პრეზიდენტის ინსტიტუტს.
ხომ არ გახდა პრეზიდენტი კონფორმისტი საკუთარი კრიტიკის მიმართ?
რატომ არ ახსენებს პრეზიდენტის ინსტიტუტს ეფექტურად მომუშავე სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად?
და მაინც… დაადებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას ვეტოს?!”
აღნიშნულ მონაკვეთს გადაცემიდან ვიდეოს სახით გთავაზობთ.