ბელგიაში საქართველოს საელჩოს, ვალონიის, ფლანდრიის და ბრიუსელის რეგიონისექსპორტისა და საინვესტიციო სააგენტოების ორგანიზებით გაიმართა ბიზნეს კონფერენცია ”Belgium-Georgia Partnerships: A promising Match”.
კონფერენცია, რომელიც ვალონიის ექსპორტის და ინვესტიციების სააგენტოს AWEX ოფისში გაიმართა,ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ საქართველოს საერთო და სექტორული ბაზრის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთპარტნიორობის სექციის ხელმძღვანელმა, დირკ შუბელმა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირებისშეთანხმების და DCFTA-ს ხელმოწერის შემდეგ ქართული ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის გაჩენილიშესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
ქართული ბიზნესის მიმართ ბელგიური კომპანიების ინტერესის შესახებ ისაუბრეს ვალონიის ექსპორტისადა ინვესტიციების სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, ერიკ ბლეტარმა და ფლანდრიისინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, რაფ პაუველსმა.
კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბელგიელი ბიზნესმენები. ბელგიური კომპანიების:Tractabel-ის და T.D. Williamson-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საქართველოშიბიზნესის კეთების საკუთარი გამოცდილება.
ბელგიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენბიზნეს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საბანკო, სატრანსპორტო, სამშენებლო, ენერგო და საკვები სექტორების წარმომადგენლები.