ვისკი საუერი – ლაქლაქა თუ სუფთა ვისკის სვამს, არაუშავს, მაგრამ თუ გაზავებულს, ლაქლაქა და არაფრის მაქნისია. იგი ვისკის იმიჯის შესაქმნელად სვამს და არა გემოს გამო. თავს მოგაწონებთ კარგი მანქანით, მდიდრული ბინით, სხეულით… მაგრამ ლაქლაქა, ტრაბახა და არაფრის მაქნისი შეგრჩებათ ხელში.
სკოჩი – ცხოვრებას უშიშრად უყურებს
მამაკაცი, რომელიც Glenlivet -ის სვამს, არაფერს უშინდება. საწოლში შეუდარებელი იქნება. ის ერთი ნახვით დაგაბამთ და დიდი ხნით აღარ მოგიშორებთ. საოცრად ერკვევა სასმლის სახეობებში და ადამიანებში. თუ აგირჩიათ, გიხაროდეთ, თქვენ გვერდით ნამდვილი მამაკაცია.
ჯინ-ტონიკ – თავგადასავლების მოყვარული
მის გვერდით არ მოიწყენთ, არც საზოგადოებაში, არც ლოგინში. თუმცა, შეგიძლიათ მასტერ-კლასებიც ჩაუტაროთ, მას სიახლეები და თავგადასავლები იტაცებს.
ტეკილა – სწრაფად, არა ხარისხიანად
მისთვის სასმელი მხოლოდ დასათრობად არსებობს, სიყვარულშიც მასეა, – ქალი მხოლოდ საწოლისთვის სჭირდება. სწრაფი სექსი არანაირი რომანტიკა და გრძნობები.
არაყი ყინულით – სპორტული ინტერესი
მხოლოდ საკუთარ სხეულზე ზრუნავს, გოგონები საკუთარი კუნთებით უნდა გააოცოს. დალევაც იმისთვის უნდა, რომ კუნთების ძალა ვიღაცაზე გამოსცადო. სიყვარული, რომანტიკა, მისთვის უცხოა. სექსში მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს.
ლონგ-აილენდი – მორიდებული
რომანტიკული და მიამიტი ადამიანია, რომელსაც თუ კარგი დამიგებელი არ გამოუჩნდა, ალქაჯი მიისაკუთრებს და საკუთარ ნება-სურვილზე გამოზრდის.
ბოთლის, ქილის ლუდი – უპერსპექტივო
მასთან ერთად დროს საუკეთესოდ გაატარებთ, მაგრამ მეტის იმედი ნუ გექნებათ. არც გულუხვი თაყვანისმცემელია და არც ვნებანი საყვარელი. მასზე დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.
ჩამოსასხმელი ლუდი – სასურველი
უმნიშვნელო დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს, იცის ქალს როგორ მიანიჭოს სიამოვნება. დაუვიწყარი საყვარელია. თუ იგი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, ეცადეთ, ხელიდან რა გაუშვათ.
შავი ღვინო – მბრძნაბელი
დახვეწილია, კარგი გემოვნება აქვს. იცის, როგორ ღვინოს მიანიჭოს უპირატესობა და როგორი ქალი უნდა იყოს მის გვერდით. მასთან ერთად ცხოვრებას ბევრი ქალი ინატრებს. არ გაუშვა ხელიდან.
თეთრი ღვინო – საეჭვო
ან ცოლიანია, ან სერიული მკვლელი, ყოველ შემთხვევაში უნდა გაეცალოთ.
წყარო: marao.ge