დღეს სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა” აღინიშნება. სვიმონ კანანელის ხსენების დღე, 23 მაისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 2014 წლიდან ,,აფხაზეთობის”” დღედ დაწესდა.
საქართველოში ,,აფხაზეთობა” უკვე მესამედ სხვადასხვა პროგრამითა თუ ღონისძიებით აღინიშნება.
აფხაზეთში ომი 1992-1993 წლებში საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიდინარეობდა, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20 000-დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან დევნილი გახდა. ომისდროს ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2 500-დან 4 000-მდე აფხაზი, 20 000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მას აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება მართავს.
ნატალია ჯალაღონია