„სადაც გიგა ბოკერიაა, ყოველთვის მსგავსი აგრესიული ფაქტები ხდება. მათ თავიანთ მიზანს მიაღწიეს,“ – ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა, „პალიტრანიუს“-ზე, გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.
„ზუსტად ის „ზონდერები“ რასაც თავად ეძახიან „ზონდერებს“, როგორც სიტემა ჩამოყალიბებული იყო ნაციონალების მმართველობის პერიოდში. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ხვდებოდნენ, სცემდნენ, აშინებდნენ. გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები ვინც კორცხელში იყვნენ, არიან საზოგადოებისთვის, პირდაპირ ვიტყვი მიუღებლები, რომლებიც ყოველთვის აგრესიით გამოირჩევიან, იგივე ნიკა მელია, როდესაც გამოდის და ყოველთვის აგრესიას ტოვებს საზოგადოებაში, იგივე ბოკერია. ეს მათი სტილია. სადაც გიგა ბოკერიაა, ყოველთვის მსგავსი აგრესიული ფაქტები ხდება. მათ თავიანთ მიზანს მიაღწიეს.
რამდენ უბანზე იყო არჩევნები, მსგავსი ფაქტი არსად არ მომხდარა. ჩემთვის ცნობილია, რომ იქ მივიდნენ ადამიანები დატვირთული ავტობუსებით, მანქანებით ნაციონალების დაგეგმილი პროვოკაციის შესასრულებლად.
მე გულწრფელად გეტყვით, ვერცერთი ჩემი გუნდის წევრი და ვერც მოჭიდავე ამ კადრებში ვერ ამოვიცანი. მაგრამ ამოვიცანი ის პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში აშანტაჟებდნენ საზოგადოებას. მსგავსი პროვოკაციები ბოკერიას სჭირდება, რომ შემდეგ წაიღოს და ააფრიალოს ფოტოები ევროპაში და თქვას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს როგორ სცემენ და როგორ უსწორდებიან.
ცალსახად ვიძახი, ძალადობა ყველასთვის დასაგმობი და მიუღებელია. სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია ამ ადამიანებისგან დღესაც მოდის.
„ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერს არ წაუხალისებია ეს მოვლენა. მიმაჩნია, რომ აუცილებლად გამოძიებული ინდა იყოს კორცხელში მომხდარი ფაქტი,“ – განაცხადა ხაბარელმა.