რომში, გასული შაბათ-კვირა ყველაზე ცხელი დღეები იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში. ქალაქის ქუჩებში – წყლის და ნაყინის ჯიხურებთან ყველაზე დიდი რიგია.
გერმანიაში მცხოვრებნი სიცხისგან თავის დასაღწევად მთბებს და მდინარეებს მიეშურნენ. ამის შედეგად, გზებზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნდა.
სამხრეთ კონტინენტზე მაღალი სიცხის გამო, უკვე რამდენიმე ტყე დაიწვა.
საბერძნეთში ასევე ხანძრები ჩნდება, ტურისტების საყვარელ ადგილებში. სტიქიასთან საბრძოლველად ხელისუფლებამ ავიაცია გამოიყენა – თვითმფრინავები და ვერტმფრენები წყლის კონტეინერებით.
ესპანეთში, მაიორკაზე, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ხანძარმა 2 ათასი ჰექტარი მოიცვა. რისკის ზონიდან დაახლოებით 700 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ცეცხლს 300 მეხანძრე და მაშველი ებრძვის.
29.07.13
ბელა არუთინოვი
Discussion about this post