საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრებად დედაქალაქს შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესტუმრებიან.
ბავშვები სოფლებიდან: ბერშუეთი, დიცი, ტირძნისი, პატარა მეჯვრისხევი და წითელუბნი, დაესწრებიან ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას, რის შემდეგაც მინისტრთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნებენ და 26 მაისთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და ამჯერადაც მოხარულია მათთან ერთად აღნიშნოს 26 მაისის დღესასწაული.