ამერიკელი, ,,ემის ჯილდოს მფლობელი, ჰოლივუდის დამდგმელი რეჟისორი, ჯეიმს ჰიგინსონი მართლმადიდებლური მონასტების ბერების ცხოვრებაზე დოკიმენტურ ფილმს იღებს, რომელიც მალე გამოვა. ფილმს ,,უანგარო მსახურება” ჰქვია და ის რუის-ურბნისის ეპარქიაშია გადაღებული. ჯეიმსის კამერამ ფილმში აგრეთვე მოახვედრა ის ლანდშაფტები და ხედები, რომლებიც რუის-ურბნისის ეპარქიის მონასტრებიდან იშლება. ასევე თქვენ იხილავთ იმ დამახასიათებელ რიტუალებს რომლებიც სრულდება მართმადიდებლურ მონასტრებში. ფილმში ნაჩვენები იქნება ინტერვიუ ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე იობთან, ასევე სხვადასხვა ბერებთან, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს ლოცვას უთმობენ.
ნატალია ჯალაღონია