რამდენად მისაღებია ისეთი პატარა ერისთვის როგორიც საქართველოა არატრადიციული ორიანტაციის პროპაგანდის გააქტიურება და დანერგვა, ქართველის ფსიქოლოგია შეეგუება თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებაის დაკანონებას, ასევე ბავშვზე და მის ფსიქიკაზე როგორ იმოქმედებს ის ფაქტი რომ მას ეყოლება „ორი დედა“ ან „ორი მამა“ ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა ფსიქოლოგი გიორგი კალანდარიშვილი.
თქვენი როგორც ფსიქოლოგის შეფასება როგორია 17 მაისის მოვლენებზე.
17 მაისს ჩვენ ვიხილეთ იმ პრობლემების ესკალაცია, რაც ისედაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. კერძოდ, ეს არის დიდი დოზით დაგროვილი აგრესია, რომელიც როგორც ჩანს ვერ ცნობიერდება საზოგადოების მიერ და შემდეგ ასეთ ძალადობრივ მოვლენებში გამოიხატება ხოლმე.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ძალადობა, უფრო სწორედ ძალადობის პროვოცირება ხდებოდა ლგბტ საზოგადოების მხრიდანაც. იმის და მიუხედავად რომ დიდად არ ვარ ფსიქოანალიზის მოტრფიალე უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიურად სახეზე იყო ერთგვარი ფსიქოანალიტიკური მოდელი, თუ სქემა: ერთისმხრივ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველების სახით, აჯანყდა (ყოველშემთხვევაში ჰქონდა ამის მცდელობა) და მოითხოვა აღიარება, მაშინ როდესაც მეორე ნაწილმა, სასულიერო პირებისა და მოსახლეობიოს უმეტესობის სახით, მათი დათრგუნვა გადაწყვიტა. ასეთი „აჯანყება“ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც რაიმე საკითხი ან მისწრაფება მიუღებელი რჩება და აგრესიულად განიდევნება. ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ჰომოსექსუალიზმის თემა. ასეთი რამ ცალკეულ პიროვნებასაც ემართება, როდესაც რაიმე მიუღებელი განცდა ან აზრი მკვეთრად განიდევნება, რაც საკმაოდ გავრცელებულია ქართუილ საზოგადოებაში. შესაძლოა ამ შინაგან კონფლიქტსა და დაძაბულობაზე ითამაშა მოცემულმა მოვლენებმა. ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა მხარეები დიალოგზე წასულიყვნენ, მაგრამ ამისთვის, როგორც ჩანს, არც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები (გააზრებულად თუ გაუაზრებლად) და არც დანარჩენი საზოგადოების წარმომადგენლები არ აღმოჩნდნენ მზად. თუმცა რამდენადაც ვიცი იქ იყვნენ სასულიერო პირები, რომლებმაც ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი აარიდეს იქაურობას. გარდა ამისა საზოგადოების დიდი ნაწილი საკმაოდ გაღიზიანებული და ნეროტიზირებულია როგორც სოციალური ასევე სუფთა ფსიქოლოგიური მიზეზების გამო და საკმარისია პატარა „ნაპერწკალი“ და მიზეზი იმსთვის, რომ დაგროვილი აგრესია და დაძაბულობა გარეთ გამოვიდეს.
რამდენად მისაღებია ისეთი პატარა ერისთვის როგორიც საქართველოა მსგავსი არატრადიციული ორიანტაციის პროპაგანდის გააქტიურება და დანერგვა?
ეს მართებული და კარგი კითხვაა. საქმე იმაშია რომ საქართველოსთვის ყოველთვის ისტორიის განმავლობაში და დღესაც უწევდა და უწევს თავისი თვითმყოფადობის და ეროვნული იდენტურობის დაცვა. გარკვეულწილად სამხედრო კონფლიქტებმა და ძალადობრივმა დაბყრობამ ადგილი დაუთმო სოციოკულტურულ და იდეოლოგიურ გავლენას. ამიტომ ყველაფერთან ერთად ის აგრესია რაც საზოგადოების მხრიდან ვიხილეთ, აიხსნება იმითაც რომ ქართველები ეცადნენ საკუთარი ეროვნულობის დაცვას, თუნდაც ამგვარი აგრესიული გზით. ამ თვალსაზრისით, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, მსგავსი პროპაგანდა შესაძლო სახიფათო იყოს სწორედ ეროვნული იდენტურობისთვის. მნიშვნელოვანია რომ ქართველი ერი თავდაპირველად გაძლიერდეს შინაგანად და იპოვოს თავისი თავი და შემდეგ უკვე დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას და მის ნორმად მიჩნევას საზოგადოებაში.
ქართველის ფსიქოლოგია შეეგუება თუ არა ერთსქესიანთა ქორწინებაის დაკანონებას? როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლების გადაჭრა ისე რომ საზოგადოების გაღიზიანება არ მოყვეს და უმცირესობების უფლებაც არ დაირღვეს?
როგორც უკვე აღვნიშნე შეგუება გაძნელდება, თუ საერთოდ შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება საკითხის მშვიდობიან მოგვარებას ეს ისევ და ისევ დიალოგის მეშვეობით უნდა მოხდეს. სანამ არც ერთი მხარე არ ისმენს და არ ითვალისწინებს ან არ უფიქრდება მეორეს აზრსა და პოზიციას კონფლიქტი ამ საკითხთან დაკავშირებით გარდაუვალია. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს გაძლიერდეს და გამყარდეს ფსიქოლოგიურად და სულიერადაც, იმისთვის რომ დიალოგი შედგეს.
საინტერესოა თქვენი როგორც ფსიქოლოგის შეფასება, წყვილს, რომელიც არატრადიციულად ითველება უჩნდებათ სურვილი აიყვანონ ბავშვი, შემდეგ ამ ბავშვზე და მის ფსიქიკაზე როგორ იმოქმედებს ის ფაქტი რომ მას ეყოლება „ორი დედ“ ან „ორი მამა“, რა არის ამაში დადებითი ან უარყოფითი მხარე?
ერთსქესიან ქორწინების ლეგალიზებას მართლაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი ისაა რომ შესაძლოა ამ გზით მოხდეს ამ თემიდან ტაბუს მოხსნა და ჰომოსექსუალი პიროვნებები აღარ იყვნენ თითით საჩვენებელი. უარყოფითი კი ის არის რომ ფსიქოლოგიურად მაინც ხდება გარკვეული ცვლილებები ბავშვის ფსიქიკაში. რამდენად ნორმალურია ეს ცვლილებები და რამდენად არა ეს საკამათო საკითხია. ბევრს მიაჩნია რომ ეს ნორმაა, თუმცა ობიექტურად ეს შეიძლება ჩაითვალოს განვითარების დარღვევადაც. მე პირადად უფრო მეორე თვალსაზრის მივემხრობოდი, თუმცა ვიცი რომ ბევრი ჩემი კოლეგა ამასთან დაკავშირებით არ დამეთანხმება. ვფიქრობ ეს მაინც კულტურული და იდეოლოგიური საკითხია. საქმე იმაშია რომ დღევანდელ მსოფლიოში ზღვარი ქალსა და მამაკაცის სოციალურ (გენდერულ) როლს შორის წაიშალა და ეს ნორმად იქცა. აქედან გამომდინარე ჰომოსექსუალიზმიც აღარ ითვლება რაიმე პათოლოგიად. ამის და მიუხედავად ეს მთლიანად სოციალუყრ-კულტურული ფენომენია, რომელსაც შეგვიძლია დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ. აქვე აღვნიშნავ იმასაც რომ თუ დავაკვირდებით ქალსა და მამაკაცს შორის ასეთი როლური აღრევა მაინც არაბუნებრივია.
თქვენ როგორ ფიქრობთ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების პრობლემა ავადმყოფობაა თუ ფსიქოლოგიური ტრავმმა?
ზემოთ უკვე ნაწილობრივ გავეცი ამ კითხვას პასუხი. არსებობს ფსიქოსექსუალობის განვითარების სხვადასხვა მიზეზი,. როგორც ფიზიოლოგიური – ჰორმონული გავლენები მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების შემდეგ განვითარებული ნეიროჰორმონული ცვლილებები, ასევე ფსიქოლოგიურიც – აღზრდის თავისებურებები, ის გარმო სადაც იზრდება და ვითარდება ბავშვი. ამგვარად ჰომოსექსუალობა არის განვითარების თავისებურება, რომელიც დღესდღეისობით ნორმად მიიჩნევა (ჰომოსექსუალობა ამოღებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა კლასიფიკაციიდან ICD და ამერიკის ფსიქიურ აშლილობათა სადიაგნოსტიკო სისტემიდან DSM). თუმცა მე როგორც ფსიქოლოგს ასეთ შემთხვევაში მიჩნდება კითხვა, რატომ მიიჩნევა სხვა მდგომარეობები, რომელთაც ასევე იწვევს მსგავსი ან სხვა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები დაავადებად ან პათოლოგიად ხოლო ჰომოსექსუალობას არა. ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს არა იმდენად ობიექტური მეცნიერული აზრის, არამედ იდეოლოგიურ-კულტურული საკითხია, რომელიც შემდგომ მსჯელობას და კვლევა-ძიებას ითხოვს.
30.07.13
აჩიკო კერესელიძე