თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსონ ენგოიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თბილისში, ბაბუციძის ქუჩაზე, შ.პ.ს. „ორი ნაბიჯის”მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ ენგოიანმა ოჯახური კონფლიქტისშედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მამას – ედუარდარზუმანიანს მოკვლის განზრახვით დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში. ედუარდარზუმანიანი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სამსონ ენგოიანი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს.
სასამართლომ ბრალდებულ სამსონ ენგოიანს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.