„ხელისუფლება არ იღებს გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ქვიათ მედია-მაფია. მეფის კარზე ადამიანს ყავს მრჩეველები, რომლებიც კალმით წერენ და აწვდიან ინფორმაციას თუ ვინ ადგენს დღეს რეიტინგებს“. ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ „რუსთავი-2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს იყო კარგად გაწერილი გეგმა, რომლის განხორციელებაც დაიწყეს შემოდგომაზე. „რეაქციის“ დახურვით დაიწყეს, შემდეგ ეკა მიშველაძის შოუს დახურვით გააგრძელეს. მოგვიანებით გაგრძელდა დიდი შეტევა „რუსთავი-2“-ზე. არ იყო საჭირო ისეთი ტიპის გადაცემები, სადაც ხალხი და არა პოლიტიკოსები, დასხდებოდნენ და ისაუბრებდნენ. დღეს როგორც ჩანს ახალი ტალღა წამოვიდა. ეს არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი იმისთვის, რომ არჩევნებამდე მედია მთლიანად გადავიდეს კონტროლის ქვეშ.
ვერაფერს შეცვლიან. ეს არის საუკუნე,როდესაც პირდაპირ ეთერს ვერავინ დაგიკეტავს. დაჯდები ერთ ოთახში, მაინც იტყვი შენს სათქმელს და მიიტან ხალხთან. როცა ქიბარ ხალვაში იყო არხის მფლობელი, ჩვენ ვაშუქებდით სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, „რუსთავი-2“-ზე კი ვანო მერაბიშვილი იჯდა და საუბრობდა რეფორმებზე. ასეთი იყო მაშინ „რუსთავი-2“. დღეს ქიბარ ხალვაში მოჰყავთ სწორედ იმიტომ,რომ კონტროლის ბერკეტები აიღონ ხელში“-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
მანანა ღოღობერიძე