დღეს ანჯელინა ჯოლი 41 წლის გახდა. მსახიობი 1975 წლის 4 ივნისს დაიბადა.
ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის„გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).
ანჯელინა და ჰოლივუდის სექსსიმბოლო ბრედ პიტი 2005 წლიდან არიან ერთად. ათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.
ანჯელინას ცნობილი ფრაზებია:
,,ტკივილის გარეშე არ იქნებოდა განცდა და წუხილი, წუხილის გარეშე ვერასდროს ვისწავლიდით ცვენს შეცდომებზე. იმისთვის, რომ სწორედ გამოგივიდეს, ტკივილი და განცდა ერთადერთი გასაღებია ყველა ფანჯრის. მათ გარეშე ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია.”
,, ჩემი ქმარი იმდენად შესანიშნავია, რომ ზოგჯერ ვფიქრობ რატომ არის ის ჩემთან. მიჩნდება კითხვა, ვარ თუ არა იმდენად კარგი, რომ მასთან ვიყო. მაგრამ, თუ მე ჩემს მეუღლეს ვაბედნიერებ, მაშინ მე ვყოფილვარ ისეთი, როგორიც მინდა რომ ვიყო.”
,,მე მივხვდი, რომ იყო ბედნიერი ეს არჩევანია. შეიძლება არ გინდოდეს დაიმკვიდრო მუდამ მომცინარე სულელის სტატუსი, თუმცა უნდა იყო ბედნიერი. როდესაც მე ლოგიკას მივყვები და არ ვენდობი ინსტიქტებს, მაშინ მხვდება პრობლემები.”
,,გქონდეს ურთიერთობა დაქორწინებულ კაცთან ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რასაც ვერავის ვაპატიებ. მე მახსოვს, როგორ ღალატობდა მამაჩემი დედას. და ალბათ, ჩემს თავს ვერ შევხედავდი სარკეში მეც რომ იგივე რამეს ვაკეთებდე.”
,,მე ვიზრდებოდი უდარდელ და ბედნიერ ბავშვად. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გაშავდა და შეიცვალა. ალბათ ასე იმიტომ მოხდა, რომ მე გავაანალიზე, რომ სამყარო ისეთი კარგი არ იქნებოდა ჩემთვის, როგორიც ეს მე წარმომედგინა.”
,,სიკვდილსაც აქვს დადებითი მხარე. ფიქრი იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ცოცხალი აღარ იყო გაძლევს იმის საშუალებას, რომ დააფასო შენი ცხოვრება დღეს.”
ნატალია ჯალაღონია